weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლიონელ მესის პატიმრობა ფულადი ჯარიმით შეუცვალეს

17:09 პარასკევი, 23 ივნისი 2017

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესის პატიმრობა აღარ ემუქრება. ესპანური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი, რომელსაც 21 თვით პატიმრობა ელოდა, 252 ათასი ევროს გადახდის შემთხვევაში სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებული იქნება.

მოგეხსენებათ, მესის ესპანური პროკურატურა გადასახადების დამალვაში ადანაშაულებს და ამის გამო ფეხურთელს უკვე მოუწია 2 მილიონი ევროს გადახდა, ხოლო მამამისს - 1.5 მილიონი ევროსი. ფეხბურთელის მამა ხორხე მესი ჯარიმად სულ 180 000 ევროს გადაიხდის.

ლიონელ მესის, რომელიც მამასთან ერთად სასამართლოს წინაშე 2016 წლის ივნისში წარსდგა, ბრალი 2007-2009 წლებში 4.1 მილიონ ევროს ოდენობით გადასახადის დამალვაში ედება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]