ასოციაციის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.
საუკეთესო მწვრთნელად ჟურნალისტებმა ძალოსნობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე დაასახელეს.
წლის საუკეთესო ნაკრების ნომინაციაში ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გაიმარჯვა, ხოლო საუკეთესო ფედერაციად ფეხბურთის ფედერაცია დასახელდა.
ასოციაციის ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი სამბისტი ნინო ოძელაშვილი გახდა.