შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ პერიოში მასპინძლებმა იძალეს, მაგრამ მეორე მეოთხედი უკვე დეტროიტელების გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 2 წამი რჩებოდა, როდესაც „მეჯიქს“ შეტევის საშუალება მიეცა. მიუხედავად მცირე დროისა, მასპინძლებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს და ფრანგმა ევან ფურნიემ საფინალო სირენასთან ერთად მოათავსა ბურთი კალათში. შეხვედრის ბედიც ამ ორქულიანმა გადაწყვიტა და „მეჯიქმა“ 109:107 გაიმარჯვა.
ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად ითამაშა ზაზა ფაჩულიამ. შეიძლება ვთქვათ, რომ დეტროიტში გადაბარგების შემდეგ ფაჩულიას საუკეთესო მატჩი ჰქონდა. ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში შედეგიანად ითამაშა: 8 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება. ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ორჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.
„პისტონზი“ 34 თამაშში 16 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ფაჩულია და მისი თანაგუნდელები სტუმრად 2 იანვარს, ზაზას კიდევ ერთ ყოფილ გუნდთან, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებენ.