ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენი წლით დარჩება ამერიკელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“.
ქრისტიან პულიშიჩი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯეიდონ სანჩოს ბრწყინვალე თამაშის გამო, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, თუმცა როგორც გაირკვა, შუა სეზონში გუნდის შეცვლა არც მას და არც „ბორუსიას“ ხელმძღვანელობას არ სურდა.
მიმდინარე სეზონში პულიშიჩმა ვესტფალიური კლუბის მაისურით 18-ჯერ ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
რაც შეეხება „ბორუსიას“, ბუნდესლიგის განვლილი 17 ტურის შემდეგ დორტმუნდელები პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან ბაიერნს 6 ქულით უსწრებენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალში „ტოტენჰემთან“ მოუწევთ შეხვედრა.