weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მეოთხედფინალშია

11:31 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან შერკინება ელის.

შეგახსენებთ, რომ მე-5 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ტურნირის პირველ რაუნდში ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს 6:1, 1:6, 6:1 სძლია, შემდეგ კი რუსი ანდრეი რუბლიოვის დამარცხებაც მოახერხა – 6:3, 6:4.

ამ წარმატების წყალობით ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რეალურად კი 25 აიმატა, რადგანაც 20 ქულა შარშანდელი ტურნირიდან ჰქონდა დასაცავი. ATP-ს ლაივ-კლასიფიკაციაში ქართველ ჩოგბურთელს 1820 ქულა მოუგროვდა და ის მე-20 ადგილზე იმყოფება, რაც საქართველოს N1 ჩოგბურთელისთვის კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.

ბასილაშვილისა და ჯოკოვიჩის შეხვედრა დღეს, 3 იანვარს გახლავთ დაგეგმილი, გამარჯვებულს კი 90 სარეიტინგო ქულა ერგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]