სტატიის თქმით, ეს არის მომავლის 50 ფეხბურთელი, რომელთაც 2019 წელს თვალი უნდა ვადევნოთ. რაც შეეხება კონკრეტულად ჩაკვეტაძეს, მასზე UEFA ასე წერს:
„შემტევი ნახევარმცველი სწრაფი და დიდი ტექნიკით. მას ზოგიერთები მეტსახელად „ქართველ კაკას“ უწოდებენ“, - წერია „გენტის“ 19 წლის ფეხბურთელზე.
ჩაკვეტაძის გარდა სიაში ისეთი ახალგაზრდა ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც არიან: ჟედსონ ფერნანდესი (პორტუგალია, „ბენფიკა“), ფიოდორ ჩალოვი (რუსეთი, მოსკოვის „ცსკა“), აშრაფ ჰაქიმი (მაროკო, დორტმუნდის „ბორუსია“), კაი ჰავერცი (გერმანია, ლევერკუზენის „ბაიერი“), ლუკა იოვიჩი (სერბეთი, „ბენფიკა“), ნიკოლა მილენკოვიჩი (სერბეთი, „ფიორენტინა“), ედერ მილიტაო (პორტუგალია, „პორტო“), ჯეიდონ სანჩო (ინგლისი, დორტმუნდის „ბორუსია“), ვინისიუს ჟუნიორი (ბრაზილია, „რეალი“) და ნიკოლო ძანიოლო (იტალია, „რომა“).