საქმე ისაა, რომ აგუეროს მიერ „ლივერპულის“ კარში გატანილი გოლი ეროვნულ ჩემპიონატებში 250-ე გოლი გამოდგა. 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ინგლისის ჩემპიონატში უკვე 153 გოლია, ესპანეთის ჩემპიონატში (მადრიდის „ატლეტიკოს შემადგენლობაში“) მას 74 გოლი აქვს გატანილი, ხოლო არგენტინის ჩემპიონატში („ინდეპენდიენტე“) - 23.
ჯამში კი საკლუბო დონეზე სერხიო აგუეროს კარიერული მაჩვენებელი 580 მატჩში გატანილ 331 გოლს შეადგენს. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, ეროვნული გუნდის მაისურით 89 თამაშში მან 39 გოლი გაიტანა.