ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა 26 წუთი და 50 წამი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მისმა მონაგარმა 23 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძისთვის „ბუდუჩნოსტის“ შემადგენლობაში ეს სულ მე-3 მატჩი იყო. აქამდე მან ევროლიგაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ ითამაშა, რის შემდეგაც ადრიატიკის ლიგაზე „ცრვენა ზვეზდასთან“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ევროლიგის რეგულარულ ჩემპიონატში ბითაძის ჩერნოგორიული კლუბი 3 მოგებითა და 13 მარცხით ამჟამად ბოლოსწინა ადგილზეა. შემდეგი შეხვედრა „ბოდუჩნოსტს“ ადრიატიკის ლიგაზე „იგოკეასთან“ ელის.