weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რონალდო 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელია - Globe Soccer Awards

13:50 პარასკევი, 04 იანვარი 2019

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო Globe Soccer-ის ვერსიით 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რონალდოს ჯილდო საამიროების ქალაქ დუბაიში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცა.

ხსენებულ ჯილდოსთვის ბრძოლაში მეორე-მესამე ადგილებზე მსოფლიოს ჩემპიონი ფრანგები - კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი გავიდნენ.

Globe Soccer-ის დაჯილდოება ფეხბურთელთა აგენტების ევროპული ასოციაციისა (EFAA) და ევროპულ კლუბთა ასოციაციის (ECA) მიერ 2010 წლიდან იმართება. ეს ჯილდო რონალდომ მეხუთედ მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ 2018 წლის Globe Soccer-ის ჯილდო კრისტიანო რონალდოსთვის წლის მანძილზე მოპოვებული ერთადერთი პირადი ტიტულია. ბევრი საფეხბურთო სპეციალისტისა და ქომაგის აზრით, სწორედ რონალდოს ეკუთვნოდა 2018 წლის UEFA-ს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი და „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული ჯილდო „ოქროს ბურთი“, რომელთა მფლობელი ხორვატი ლუკა მოდრიჩი გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]