weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში 4 დორტმუნდელი ფეხბურთელი მოხვდა

11:52 შაბათი, 05 იანვარი 2019

გერმანიის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შემავალი მოთამაშეების ვინაობა ცნობილია. ბრწყინვალედ ჩატარებული პირველი წრის შემდეგ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს დორტმუნდის „ბორუსია“ ლიდერობს, ამიტომაც ნიშანდობლივია, რომ სიმბოლურ გუნდშიც ვესტფალიელთა 4 ფეხბურთელი მოხვდა.

ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: პეტერ გულაჩი (ლაიპციგი).

მცველები: ჯოშუა კიმიხი, ნიკლას ზიულე (ორივე - ბაიერნი), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი), აშრაფ ჰაქიმი (დორტმუნდი).

ნახევარმცველები: აქსელ ვიტსელი, მარკო როისი, ჯეიდონ სანჩო (ყველა - დორტმუნდი).

თავდამსხმელები: სებასტიან ალერი, ლუკა იოვიჩი (ორივე - აინტრახტი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ თერთმეტეულში ვერ მოხვდა დორტმუნდის „ბორუსიას“ ესპანელი ფორვარდი, სეზონის მთავარ აღმოჩენად ქცეული პაკო ალკასერი, რომელიც მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა სიას ლუკა იოვიჩთან ერთად უდგას სათავეში 12 გატანილი გოლით.

აქვე გეტყვით, რომ ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი „ბორუსია“ განვლილი 17 ტურის თავზე გერმანიის ბუნდესლიგას 42 ქულით ლიდერობს, მეორეადგილოსან მიუნხენის „ბაიერნს“ კი 36 ქულა აქვს. გერმანიის ჩემპიონატი მეორე წრიდან 18 იანვარს განახლდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]