weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბრაზილიელმა სპორტსმენმა ქალმა მძარცველი სასტიკად ცემა

11:01 სამშაბათი, 08 იანვარი 2019

შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარი ბრაზილიელი ქალი სპორტსმენი, კომპანია UFC-ის წევრი პოლიანა ვიანა ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელმაც მისი დაყაჩაღება სცადა.

ინციდენტისას პოლიანა ვიანა ჟასაპარეგუას რაიონში მდებარე საკუთარ სახლთან ახლოს, ბანკთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან უცნობი მამაკაცი მივიდა და იარაღის მუქარით სცადა მისი დაყაჩაღება.

როგორც პოლიანა ვიანა მედიას ესაუბრა, ქუჩის მძარცველის იარაღი უბრალო მუყაოსგან გამოჭრილი ფიგურა აღმოჩნდა, რის გარკვევისთანავე მან მამაკაცს სახეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა და კიმურას სახელით ცნობილი სპორტული ილეთით ძირს დაგდებული შებოჭა, რის შემდეგაც პოლიციას დაელოდა.

ნაცემი თავდამსხმელი პოლიციამ ჯერ საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანა, ხოლო შემდეგ - პოლიციის განყოფილებაში.

26 წლის პოლიანა ვიანა 52 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ქალთა დივიზიონში მას 12 ორთაბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 10 მოიგო, 2 კი ყაიმით დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]