weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პეპე „პორტოში“ დაბრუნდა

10:57 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

35 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი კეპლერ ლავერან დე ლიმა ფერეირა, იგივე პეპე „პორტოში“ დაბრუნდა, სადაც 2004-2007 წლებში თამაშობდა. ახალ ძველ კლუბში პეპე 2021 წლამდე დარჩება.

ბრაზილიური წარმოშობის ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი დეკემბერში გაწყვიტა.

პეპეს კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალს“ (2007-2017) უკავშირდება, რომლის რიგებში იგი სამჯერ ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და კიდევ 6 სხვა გუნდური ტიტულის მფლობელი გახდა.

მანამდე პორტუგალიურ კლუბთან ერთად პეპემ 6 გუნდური ჯილდო მოიგო.

„პორტოში“ პეპეს ძველი თანაგუნდელი „რეალიდან“, ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი დახვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]