ბრაზილიური წარმოშობის ვეტერანი ფეხბურთელი ბოლოს სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გამოდიოდა, რომელთანაც კონტრაქტი დეკემბერში გაწყვიტა.
პეპეს კარიერის საუკეთესო წლები მადრიდის „რეალს“ (2007-2017) უკავშირდება, რომლის რიგებში იგი სამჯერ ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და კიდევ 6 სხვა გუნდური ტიტულის მფლობელი გახდა.
მანამდე პორტუგალიურ კლუბთან ერთად პეპემ 6 გუნდური ჯილდო მოიგო.
„პორტოში“ პეპეს ძველი თანაგუნდელი „რეალიდან“, ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი დახვდება.