weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ გახდა

11:31 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2018 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად გასული წლის მსგავსად, „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დაასახელა.

„ლივერპულის“ ლიდერმა აღნიშნული ჯილდოსთვის ბრძოლაში წინა წლის მსგავსად, სენეგალელ თანაგუნდელ სადიო მანესა და გაბონელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს აჯობა.

აღნიშნულ ჯილდოს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია 1992 წლიდან გასცემს. ამ აღიარებას ყველაზე მეტჯერ კამერუნელი სამუელ ეტო’ო და კოტ დ’ივუარელი იაია ტურე ფლობენ, რომლებიც ოთხ-ოთხჯერ გახდნენ მშობლიური კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელები.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის მოჰამედ სალაჰი „ცხელი კონტინენტის“ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ასევე ზედიზედ მეორედ დაასახელა BBC-მ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]