weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

17 წლის ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატში ითამაშებს

13:45 ოთხშაბათი, 09 იანვარი 2019

თბილისის „ლოკომოტივის“ 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. Adjarasport-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის ახალი კლუბი ყაზანის „რუბინი“ იქნება, თუმცა ხელშეკრულების დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული ლიგის უკანასკნელ, 2018 წლის სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ყაზანის „რუბინი“ 16-გუნდიან ჩემპიონატში 25 ქულით მე-6 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]