weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ბაიერნმა“ მსოფლიოს ჩემპიონი იყიდა

11:11 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

მიუნხენის „ბაიერნმა“ 22 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი, 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო გოლის ავტორი ბენჟამინ პავარი გაიფორმა. მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელი, რომელიც „შტუტგარტში“ ირიცხება, ბავარიულ გრანდს სეზონის ბოლოს შეუერთდება.

აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენჟამინ პავარის სანაცვლოდ „ბაიერნი“ 35 მილიონ ევროს იხდიდა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში პავარმა განვლილი 17 ტურიდან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, „შტუტგარტს“ კი ცუდი სეზონი აქვს და პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას (ბოლოდან მე-3 ადგილი) იკავებს ანუ გასავარდნ ზონაშია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]