„ლევან ხარაბაძე, სწრაფი, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვისაა საჭირო“, - განაცხადა „ციურიხის“ სპორტულმა დირექტორმა თომას ბიკელმა.
ცნობისთვის, ლევან ხარაბაძემ „დინამოს“ მაისურით ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.
აქვე გეტყვით, რომ „ციურიხი“ შვეიცარიის მიმდინარე ჩემპიონატში ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება. წინა წლის სუპერ ლიგის გათამაშება გუნდმა იგივე პოზიციაზე დაასრულა.