weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხარაბაძე „ციურიხში“ ითამაშებს

14:07 პარასკევი, 11 იანვარი 2019

თბილისის „დინამოს“ ნაცვლად ლევან ხარაბაძე ამიერიდან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბ „ციურიხის“ ღირსებას დაიცავს. შეთანხმების თანახმად, ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში 1.5-წლიანი იჯარით ითამაშებს და შვეიცარიელებს მისი სრულად გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

„ლევან ხარაბაძე, სწრაფი, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელია. მას ყველაფერი აქვს, რაც თანამედროვე ფეხბურთისთვისაა საჭირო“, - განაცხადა „ციურიხის“ სპორტულმა დირექტორმა თომას ბიკელმა.

ცნობისთვის, ლევან ხარაბაძემ „დინამოს“ მაისურით ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ „ციურიხი“ შვეიცარიის მიმდინარე ჩემპიონატში ამჟამად მე-4 ადგილზე იმყოფება. წინა წლის სუპერ ლიგის გათამაშება გუნდმა იგივე პოზიციაზე დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]