weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UEFA-მ 2018 წლის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა

11:01 შაბათი, 12 იანვარი 2019

UEFA-მ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2018 წლის ევროპის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. საუკეთესო თერთმეტეულში მადრიდის „რეალის“ 4 ფეხბურთელი მოხვდა. საგულისხმოა ისიც, რომ ამჟამად „იუვენტუსის“ წევრი კრისტიანო რონალდო წლის პირველ ნახევარში სწორედ „რეალში“ თამაშობდა.

რონალდო საინტერესო მიღწევის ავტორიც გახდა: იგი ისტორიაში ყველაზე მეტჯერ, მეცამეტედ მოხვდა წლის სიმბოლურ გუნდში, აქედან - თორმეტჯერ ზედიზედ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სერხიო რამოსი მცველებს შორის ყველაზე მეტჯერ, მერვედ მოხვდა სიმბოლურ გუნდში.

UEFA-ს გამოკითხვაში მონაწილეობა 1.8 მილიონმა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვის შედეგად 2018 წლის სიმბოლური ნაკრები ასეთი გამოვიდა:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა, გერმანია).

მცველები: სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ჰოლანდია), რაფაელ ვარანი (რეალი, საფრანგეთი), მარსელო (რეალი, ბრაზილია).

ნახევარმცველები: ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი), ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია), ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია).

თავდამსხმელები: კრისტიანო რონალდო (იუვენტუსი, პორტუგალია), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი), ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]