weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰაცუ ბაშოს პირველი დღე ფავორიტებისთვის წარუმატებელი გამოდგა

10:56 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

13 იანვარს სტარტი აიღო სუმოს სუპერტურნირმა ჰაცუ ბაშომ, სადაც ლევან გორგაძეც ასპარეზობს. ტოჩინოშინის სახელით ცნობილი ქართველი სუმოტორი ტრავის გამო ოპტიმალურ ფორმაში ვერ იმყოფება, თუმცა დადებითი ბალანსის მიღწევისთვის მაინც იბრძვის.

26 წლის ქართველმა პირველი შეხვედრა რიგითი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის წინააღმდეგ ჩაატარა და ამ ბრძოლაშიც გამოჩნდა, თუ რაოდენ სერიოზულია მისი ტრავმა. ტოჩინოშინი დამარცხდა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ შეხვედრებში იგი რეაბილიტაციას აუცილებლად მოახდენს.

რაც შეეხება სხვა ბრძოლებს, წინა სუპეტტურნირის გამარჯვებული 22 წლის ტაკაკეიშო რიგით მაეგაშირა შოდაის დაუპირისპირდა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინის მსგავსად დამარცხდნე ჰაცუ ბაშოზე მოასპარეზე ორი სხვა ოძეკებიც - გოეიდო და ტაკაიასუ.

რაც შეეხებათ იოკოზუნებს, კაკურიუმ თავისი შეხვედრა მოიგო და ბაშო დამაჯერებლად დაიწყო, გამარჯვება მოიპოვა ლეგენდარულმა 33 წლის მონღოლმა მებრძოლმა ჰაკუჰომაც, კისენოსატომ კი 2019 წელი წაგებით დაიწყო - ნოემბრის ბაშოზე სამარცხვინოდ ასპარეზობის შემდეგ ამჯერად ჰაცუ ბაშოზე მარცხი კომუსუბი მიტაკეუმის წინააღმდეგ იწვნია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]