weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჭანტურიშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში ითამაშებს

11:25 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

საქართველოს ნაკრების წევრი ვახტანგ ჭანტურიშვილი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. საფეხბურთო კლუბ ზლინის „ფასტავსა“ და 25 წლის ნახევარმცველს შორის 2.5-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი აქამდე სლოვაკურ ტრნავის „სპარტაკში“ თამაშობდა, სადაც 2017 წლის ზაფხულში უკრაინული „ოლექსანდრიიდან“ გადავიდა. ჭანტურიშვილი სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა, მიმდინარე ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კი ყველა მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

ჭანტურიშვილი ჩეხურ კლუბში 77-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ჩეხეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში „ზლინი“ ამჟამად 30 ქულით მე-6 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ჩეხი ფეხბურთელი მიხალ ბილეკია, რომელიც 2014 წელს თბილისის „დინამოს“ წვრთნიდა, წარუმატებელი მუშაობის გამო კი ქართული კლუბი რამდენიმე კვირაში დატოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]