არგენტინელ სუპერვარსკვლავს საერთო ევროპული რეკორდის გააუმჯობესებაც შეუძლია, რომელიც ჩეხოსლოვაკიელ იოზეფ „პეპი“ ბიკანს ეკუთვნის. გასული საუკუნის 30-50-იან წლებში ბიკანმა ჩეხოსლოვაკიისა და ავსტრიის ჩემპიონატებში 517 გოლი გაიტანა.
მესის საშუალო შედეგიანობის გათვალისწინებით, იგი ბიკანს დაახლოებით სამ სრულ სეზონში უნდა დაეწიოს, რაც რთული იქნება, მაგრამ მსგავსი მიღწევები მისთვის რომ იოლი შესაძლებელია, ბევრჯერ დაამტკიცა.
სხვათა შორის, ბიკანამდე მესის კრისტიანო რონალდოც უსწრებს, რომელიც ყველა დროის ტოპ-ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა 412 გატანილი ბურთით. „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ლიდერმა 400-გოლიანი ზღვარი ახლახანს სწორედ იტალიაში გადალახა, მისი 412 გოლი კი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება: 3 პორტუგალიის სუპერ ლიგაში, 84 ინგლისის პრემიერ ლიგაში, 311 ესპანეთის ლა ლიგაში, ჯერ-ჯერობით 14 კი სერია A-ში.
აქვე გთავაზობთ ევროპის ხუთი უძლიერესი საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა დროის ბომბარდირებს:
ესპანეთი: ლიონელ მესი (ბარსელონა) - 400
გერმანია: გერდ მიულერი (ბაიერნი) - 365
ინგლისი: ჯიმი გრივსი (ჩელსი, ტოტენჰემ ჰოტსპური, ვესტ ჰემ იუნაიტედი) - 357
საფრანგეთი: დელიო ონისი (მონაკო, სტად დე რეიმსი, ტური, ტულონი) - 299
იტალია: სილვიო პიოლა (პრო ვერჩელი, ლაციო, ტორინო, იუვენტუსი, ნოვარა) - 274