weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე ორთაბრძოლა წააგო

13:51 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

ჰაცუ ბაშოზე საკმაოდ წარუმატებელი სტარტი აქვს ტოჩინოშინის სახელით ცნობილ ლევან გორგაძეს. ოძეკის წოდების მქონე ქართველმა სუმოტორიმ იანვრის სუპერტურნირზე ზედიზედ მესამე შეხვედრა დათმო.

ჰაცუ ბაშოს მესამე დღეს ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკეს რანგის მეტოქე მიოგირიუ იყო, რომელთანაც ქართველს დღევანდელ მარცხამდე ზედიზედ 5 ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინმა ბარძაყის კუნთი ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიზიანა, თუმცა ტრავმის მიუხედავად, ტურნირზე გამოსვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

ხვალ, ჰაცუ ბაშოს მე-4 დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე ტამავაში იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში ქართველი 16:9 ამარცხებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]