weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეშია

10:08 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში იტალიელი სტეფანო ტრავალია უმძიმეს ბრძოლაში 3:6, 6:3, 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.

ტრავალიასთან მატჩში, გადამწყვეტ მეხუთე სეტში 4:3-ზე თავის სასარგებლოდ, ბასილაშვილმა ბრეიკი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ქართველმა ჩოგბურთელმა 9 ეისი და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 13 შესაძლებლობიდან 7 ბრეიკი შეასრულა, ხოლო იტალიელმა 10-დან ექვსი.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით, აქამდე მოპოვებული 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ დროისთვის იგი ლაივ რეიტინგში მე-18 ადგილზეა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზეა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]