weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„გოლდენ სტეიტმა“ NBA-ის რეკორდი დაამყარა

11:57 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ექვსი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შორის ერთი გამორჩეული გახლდათ. „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ სტუმრად თავის უშუალო კონკურენტი „დენვერ ნაგეტსი“ 142:111 დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ამასთანავე ზაზა ფაჩულიას ყოფილმა კლუბმა NBA-ს რეკორდი დაამყარა.

პირველ პერიოდში ოკლენდელმა „მეომრებმა“ 51 ქულა ჩააგდეს, რაც აქამდე არც ერთ NBA-ს გუნდს არ გაუკეთებია. დღევანდლამდე საუკეთესო შედეგი 50 ქულა იყო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ოთხ გუნდს ჰქონდა მიღწეული: „ბოსტონ სელტიკსი“ - 1982, „იუტა ჯაზი“ - 1982, „მილოუკი ბაქსი“ - 1989, „ფინიქს სანზი“ - 1990.

დენვერელთა წინააღმდეგ ოკლენდელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს და პირველ პერიოდში 10 სამქულიანი ჩააგდეს, ჯამში კი სტივ კერის შეგირდება 39 შესაძლებლობიდან 21 სამქულიანი გამოიყენეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზევე „მეომრებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. „გოლდენ სტეიტში“ 31-31 ქულით სტეფ კარი და კლეი თომპსონი გამოირჩნენ, კევინ დურანტმა კი 27 ქულა მოაგროვა. კოლორადოელთა რიგებში ყველაზე მეტი 22 ქულა მალიკ ბისლმა ჩააგდო, ნიკოლა იოკიჩმა კი 17 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]