პირველ პერიოდში ოკლენდელმა „მეომრებმა“ 51 ქულა ჩააგდეს, რაც აქამდე არც ერთ NBA-ს გუნდს არ გაუკეთებია. დღევანდლამდე საუკეთესო შედეგი 50 ქულა იყო, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ოთხ გუნდს ჰქონდა მიღწეული: „ბოსტონ სელტიკსი“ - 1982, „იუტა ჯაზი“ - 1982, „მილოუკი ბაქსი“ - 1989, „ფინიქს სანზი“ - 1990.
დენვერელთა წინააღმდეგ ოკლენდელებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს და პირველ პერიოდში 10 სამქულიანი ჩააგდეს, ჯამში კი სტივ კერის შეგირდება 39 შესაძლებლობიდან 21 სამქულიანი გამოიყენეს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზევე „მეომრებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. „გოლდენ სტეიტში“ 31-31 ქულით სტეფ კარი და კლეი თომპსონი გამოირჩნენ, კევინ დურანტმა კი 27 ქულა მოაგროვა. კოლორადოელთა რიგებში ყველაზე მეტი 22 ქულა მალიკ ბისლმა ჩააგდო, ნიკოლა იოკიჩმა კი 17 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა მიითვალა.