weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იოკოზუნა კისენოსატომ კარიერა დაასრულა

10:26 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

ზედიზედ განცდილი 8 მარცხის შემდეგ იოკოზუნას წოდების მქონე კისენოსატომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 32 წლის იაპონელმა სუმოტორიმ ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ცრემლების შეკავებაც ვერ შეძლო.

„მე, კისენოსატო, ამ ბაშოზე კარიერას ვასრულებ და არაისოს სახელით ახალგაზრდა მებრძოლების ვარჯიშს გავაგრძელებ. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, როდესაც აქტიური ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იოკოზუნას სტატუსით ყველას მოლოდინი ვერ გავამართლე, კარიერაში არაფერს ვნანობ. ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე განვითარდა, - განაცხადა კისენოსატომ.

პროფესიულ სუმოში იუტაკა ჰაგივარას, იგივე კისენოსატოს დებიუტი 2002 წელს შედგა. 2011 წლის ნოემბერში მან ოძეკის წოდება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ოძეკის ტიტულის მოსაპოვებლად სამ ბაშოზე ზედიზედ 33 მოგებაა საჭირო, თუმცა ასოციაციის გადაწყვეტილებით, 32 მოგების მქონე კისენოსატომ მაშინ საკმარისი აჩვენა და დაამტკიცა, რომ ოძეკის წოდებას იმსახურებდა. 2017 წლის 25 იანვარს კისენოსატომ დიდი ჩემპიონის - იოკოზუნას წოდება მიიღო და ის ისტორიაში 72-ე იოკოზუნა გახდა. „იმპერატორის თასი“ მან ორჯერ, 2017 წლის იანვრისა და მარტის ბაშოებზე მოიგო.

აღსანიშნავია, რომ იაპონელი კისენოსატოს წასვლის შემდეგ ამჟამად სუმოში ორი მონღოლი იოკოზუნა დარჩა - ჰაკუჰო და კაკურიუ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]