ორთაბრძოლიდან შემოსულ თანხას მოკრივეები 60/40-ზე გადაინაწილებენ, უაილდერის სასარგებლოდ. ზოგადად, ჩელენჯერები თანხის 30%-ს იღებენ, თუმცა ფიურის ფიგურიდან გამომდინარე, მისმა განაკვეთმა აიწია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1-ელ დეკემბერს, ლოს ანჯელესში WBC-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელმა მოკრივე დეონტეი უაილდერმა და ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ კრივის სამყაროს 12-რაუნდიანი თრილერი შესთავაზეს, რომელიც ფრედ დასრულდა.