იანვრის ბაშოს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა, რომ ტოჩინოშინს ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, მიუხედავად ამისა, ლევან გორგაძემ სუპერტურნირზე გამოსვლა გადაწყვიტა, თუმცა მეხუთე სათამაშო დღეს კიუჯო გამოაცხადა და სუპერტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა.
კიუჯოს გამოცხადების შემდეგ, მას ელიტარულ დივიზიონ მაკუუჩიში ყველა გასამართი ორთაბრძოლა წაგებულად ჩაეთვლება და მარტში გასამართ სუპერტურნირზე კადობანში იქნება, ანუ თუ ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მინიმუმ 8 ბრძოლა არ მოიგო, იგი ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.
აღსანიშნავია, რომ ჰაცუ ბაშოზე გუშინ და დღეს, ტოჩინოშინისადმი პატივისცემისა და თანადგომის მიზნით, სუმოს მსაჯები საქართველოს დროშის ორნამენტებიანი კიმონოებით გამოვიდნენ.