weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

იგუაინი „ჩელსიში“ იჯარით ითამაშებს

13:45 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

ლონდონის „ჩელსი“ გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე ტურინის „იუვენტუსს“, რომლის კუთვნილებაშიცაა არგენტინელი ფორვარდი, იჯარაზე შეუთანხმდა.

ლონდონელი „არისტოკრატები“ 31 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით აიყვანენ, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

გონსალო იგუაინის თავის გუნდში ხილვა „ჩელსის“ იტალიელ დამრიგებელ მაურიციო სარის სურს, რომელიც თავდამსხმელს „ნაპოლიში“ წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ იგუაინმა მიმდინარე სეზონი „მილანში“ ასევე იჯარით დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]