ლონდონელი „არისტოკრატები“ 31 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით აიყვანენ, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
გონსალო იგუაინის თავის გუნდში ხილვა „ჩელსის“ იტალიელ დამრიგებელ მაურიციო სარის სურს, რომელიც თავდამსხმელს „ნაპოლიში“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, რომ იგუაინმა მიმდინარე სეზონი „მილანში“ ასევე იჯარით დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა.