weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა

10:21 პარასკევი, 18 იანვარი 2019

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3:6, 6:3, 7:6, 6:4 დამარცხდა.

შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა. პირველი და მეორე სეტი ჩოგბურთელებმა გაცვალეს და თითო-თითო ბრეიკით იმარჯვეს. მატჩში გარდამტეხი მესამე პარტია გახლდათ, რომელსაც ბერძენი 5:2-ს იგებდა. ბასილაშვილმა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, სეტი ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, სადაც ძალა აღარ ეყო და ოდნავ რომ გამართლებოდა სეტსაც მოიგებდა. მეოთხე სეტში 3:3-ზე სტეფანოსმა ბრეიკი შეასრულა და მომედევნო ეტაპზე გავიდა.

სტატისტიკის მიხედვით, მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ქართველი ჩოგბურთელის 51 უნებლიე შეცდომაა, როდესაც მეტოქეს მხოლოდ 26 ჰქონდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიაში შარშანდელის მსგავსად ორი წრე გაიარა, რითაც 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა და 105 000 ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]