weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა დვალი უნგრეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში ითამაშებს

15:28 პარასკევი, 18 იანვარი 2019

საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა დვალი კარიერას უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერ „ფერენცვაროშში“ გააგრძელებს. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა 23 წლის მცველის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი ევრო გაიღო.

კონტრაქტის დეტალებსა და ვადაზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი. ფეხბურთელმა უნგრეთში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბევრი არ უფიქრია, როდესაც ეს წინადადება მიიღო და ხაზი გაუსვა გუნდის მწვრთნელ სერგეი რებროვის ფაქტორს.

ლაშა დვალი ბოლოს პოლონურ შჩეცინის „პოგონში“ 2017 წლიდან თამაშობდა, 49 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა. იქამდე რიგის „სკონტოს“, ინგლისური „რედინგის“, თურქული „ქასიმფაშას“, ყაზახური „ირტიშის“, გერმანული „დუისბურგისა“ და ასევე პოლონური ვროცლავის „შლონსკის“ რიგებში უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება „ფერენცვაროშს“, უნგრეთის სახელოვან გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა 29-ჯერ აქვს მოპოვებული და მიმდინარე სეზონშიც ახლოსაა ტიტულთან - 18 ტურის შემდეგ 39 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ „ვიდის“ 5 ქულით უსწრებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]