weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

11:33 შაბათი, 19 იანვარი 2019

საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში, კერძოდ კი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „მაგდებურგში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ლორიას ყაზახურ „ტობოლში“ ტრანსფერის შესახებ.

ლორიას ბოლო კლუბი სამარის „კრილია სოვეტოვი“ იყო, რომელიც 2018 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ იგი უკლუბოდ იყო.

გიორგი ლორიას სხვადასხვა პერიოდში თბილისის „დინამოს“, კრეტის „ოფი“-ს, პირეოსის „ოლიმპიაკოსის“, სამარის „კრილია სოვეტოვისა“ და მაჰაჩყალის „ანჟის“ რიგებში უთამაშია.

„მაგდებურგი“ გასულ სეზონში მე-3 ლიგაში ასპარეზობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა, ამჟამად კი მიმდინარე მე-2 ბუნდესლიგაში 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილს იკავებს.

დღეს „მაგდებურგი“ამხანაგურ შეხვედრას „კიოლნთან“ გამართავს, რომელშიც შესაძლოა, ქართველი გოლკიპერის დებიუტიც შედგეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]