ახალგაზრდა ნორვეგიელი მწვრთნელი მანჩესტერული კლუბის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონატში პირველი 6 მატჩი მოიგო, ამ შედეგით კი მან კარლო ანჩელოტისა (ჩელსი) და პეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი) მიღწევები გაიმეორა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სულშერი ინგლისური საფეხბურთო გრანდის ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც მწვრთნელად გახდომის შემდეგ ზედიზედ ოთხზე მეტი შეხვედრა მოიგო, მანამდე ხუთმატჩიან მოგებათა მიღწევას ლეგენდარული მეტ ბასბი ფლობდა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად პრემიერ ლიგაში მოპოვებული ზედიზედ ექვსი გამარჯვებისა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში კვლავ მე-6 ადგილზეა.