weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კევინ-პრინს ბოატენგი „ბარსელონაში“ ითამაშებს

10:25 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

კატალონიურ გრანდ „ბარსელონაში“ იტალიური „სასუოლოს“ განელი ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი სეზონის ბოლომდე არენდის წესით ითამაშებს.

„ბარსელონას“ ბოატენგის იჯარა 2 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო მისი გამოსყიდვა სეზონის ბოლომდე შეეძლება.

31 წლის ფეხბურთელმა სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მოკრძალებული კლუბის მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბერლინში დაბადებულმა ბოატენგმა, რომელიც „ბაიერნის“ მცველ ჟერომ ბოატენგის ნახევარძმაა, კარიერა ბერლინის „ჰერტაში“ დაიწყო, შემდეგ თამაშობდა „ტოტენჰემ ჰოტსპურში“, დორტმუნდის „ბორუსიაში“, „პორტსმუთში“, „მილანში“, „შალკეში“, „ლას პალმასში“, ფრანკფურტის „აინტრახტსა“ და „სასუოლოში“.

საინტერესოა, რომ კევინ-პრინს ბოატენგმა 2011 წელს „მილანში“ თამაშისას „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ეფექტური გოლი გაუტანა.

გერმანიის სხვადასხვა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშის შემდეგ კევინ-პრინს ბოატენგი განის ნაკრებში 2010-2014 წლებში გამოდიოდა და 2 გოლი გაიტანა. მონაწილეობა მიიღო 2010 და 2014 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე, ბრაზილიის მუნდიალზე მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის გამო კი ეროვნულ გუნდში აღარ უთამაშია.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]