weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს

22:54 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გეგეშიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – აცხადებენ შსს-ში.

ორგზის ევროპის ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში, საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დროს გეგა გეგეშიძემ მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. თავად ფედერაციის პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს. როგორც მან გუშინ, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, არავისთვის არაფერი ჩაურტყამს და არც ჯაჭვი ჰქონია, არც ხელკეტი.

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად 2016 წლის დეკემბერში 4 წლის ვადით აირჩიეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]