ურუშაძემ 36 მონაწილეს შორის სერიოზული კონკურენციის პირობებში მოახერხა გამარჯვება და ოქროს მედლის მოპოვება. ის დამაჯერებლად ასპარეზობდა და ლიდერობდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში.
21-27 იანვარს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო მარტში ხორვატიასა და იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატია დაგეგმილი. ბელგრადში ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლის შემდეგ, დიდია ალბათობა, ის წლის უმთავრეს ტურნირებშიც ვიხილოთ.