weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რონალდოს მადრიდის სასამართლომ ბრალი წარუდგინა

11:08 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო მადრიდში დაბრუნდა, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ბრალდება წარედგინა, რომლის თანახმად მას 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში პირობითი პატიმრობა ექნება მისჯილი.

ვინაიდან სასჯელის ვადა 24 თვეს არ აღემატება და პირველი დანაშაულია, ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ფეხბურთის ვარსკვლავი სასჯელს ციხეში არ მოიხდის.

სასამართლოში რონალდო თავისი შვილების დედასთან, ჯორჯინა როდირგესთან ერთად იყო მისული, ხოლო იქიდან გამოსულმა ესპანელი ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა: „ყველაფერი კარგადაა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს „რეალში“ თამაშის პერიოდში ბრალი დასდეს გადასახადებისგან თავის არიდებაში, რაც 14.7 მილიონ ევროს შეადგენდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]