ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს გაგამარუს მეტოქე დივიზიონის ყველაზე მსუბუქი რიკიში სახელად ენჰო იყო, რომელიც ქართველმა ჯერ ხელებით ცემა, შემდეგ კი დოჰიოს კიდესთან ილეთით ზურგზე დააგდო.
გაგამარუს, რომელიც ჯურიოს ყველაზე მძიმე სუმოტორია (199 კგ), ამ გამარჯვებით მოგება-წაგებათა ბალანსი 7/4 აქვს და დარჩენილ 4 ორთაბრძოლაში კაჩი-კოშისთვის (საბოლოო დადებითი ბალანსი) ერთი გამარჯვებაც ყოფნის.