weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ – ზურაბ დათუნაშვილი

16:28 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019
ფოტოზე ზურაბ დათუნაშვილი ფოტოზე ზურაბ დათუნაშვილი

„ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა, რომ ვინმე დაეჭირათ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ აქვს უფლება, მივიდეს და თავში ვიღაცას ჩაარტყას. ამის გამო უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. ჩემი მოთხოვნა ეს იყო და ეს არის დღესაც“, – განაცხადა მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებაზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში დათუნაშვილმა კომენტარი გააკეთა მოჭიდავეთა ნაწილის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმად, მომხდარი ინციდენტი „მოჭიდავეთა ოჯახში უნდა გარჩეულიყო“ და გეგა გეგეშიძე არ უნდა დაეკავებინათ.

„მე ესეთი ოჯახის არ მწამს, რომ, როდესაც ოჯახის ერთ წევრს უჭირს, მის გვერდით არ დგეხარ, ხოლო შემდეგ ოჯახის მეორე წევრს, რომელსაც ძალაუფლება აქვს, გაუჭირდა და მის გვერდით დგეხარ. მე ესეთ ოჯახში არ ვარ გაზრდილი და ეს არ არის ჩემთვის ოჯახი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარი ჩხუბის გამო გუშინ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მოჭიდავეთა ნაწილი და ვეტერანი სპორტსმენები გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ. ნაკრების წევრებმა დუშეთში მოსამზადებელი შეკრება მიატოვეს და წუხელ თბილისში, პოლიციის სამმართველოსთან აქციაში მიიღეს მონაწილეობა, დღეს კი აქციას ვაკის ფალავანთა კლუბთან გამართეს. მათი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიადისთვის ემზადებიან, ვარჯიშს მანამდე არ გააგრძელებენ, ვიდრე ფედერაციის პრეზიდენტი თავისუფალი არ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]