weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თელავმა“ უკანასკნელ შეხვედრაში ქულები დაკარგა

11:04 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფში მოასპარეზე კლუბმა „თელავმა“ XIV ტურის შეხვედრა „ალგეთთან“ შინ გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გამართა და მატჩი ფრედ დაასრულა.

მასპინძელმა თელაველებმა მე-7 წუთზე სწრაფი გოლი პენალტიდან გაუშვეს, ანგარიშის გათანაბრება კი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეძლეს - თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა. „თელავი“ წინ 62-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიყვანა, 81-ე წუთზე კი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირ იმედა აშორტიას „ალგეთის“ მეკარემ თერთმეტმეტრიანი აუღო. ანგარიშის შენარჩუნება მალხაზ ჟვანიას გუნდმა ვერ შეძლო, უკანასკნელ წუთზე დასანანი გოლი გაუშვა და დაგეგმილი სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.

„თელავი“ ლიგა 3-ის თეთრ ჯგუფს 29 ქულით კვლავაც ლიდერობს, უახლესი მდევარი „შევარდენი“ კი მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მორიგ მატჩს თელაველი ფეხბურთელები 1-ელ ივლისს, სტუმრად თბილისში, პრინციპულ მეტოქე „მარკ სტარსთან“ გამართავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]