მასპინძელმა თელაველებმა მე-7 წუთზე სწრაფი გოლი პენალტიდან გაუშვეს, ანგარიშის გათანაბრება კი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეძლეს - თავი გიორგი ნიქაბაძემ გამოიჩინა. „თელავი“ წინ 62-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიყვანა, 81-ე წუთზე კი გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირ იმედა აშორტიას „ალგეთის“ მეკარემ თერთმეტმეტრიანი აუღო. ანგარიშის შენარჩუნება მალხაზ ჟვანიას გუნდმა ვერ შეძლო, უკანასკნელ წუთზე დასანანი გოლი გაუშვა და დაგეგმილი სამის ნაცვლად მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.
„თელავი“ ლიგა 3-ის თეთრ ჯგუფს 29 ქულით კვლავაც ლიდერობს, უახლესი მდევარი „შევარდენი“ კი მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. მორიგ მატჩს თელაველი ფეხბურთელები 1-ელ ივლისს, სტუმრად თბილისში, პრინციპულ მეტოქე „მარკ სტარსთან“ გამართავენ.