weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ფრენკი დე იონგი „ბარსაში“ ითამაშებს

10:19 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ფრენკი დე იონგის სატრანსფერო საგა დასრულდა. 21 წლის ტალანტი კარიერას კატალონიურ გრანდ „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

ამსტერდამის „აიაქსმა“ ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მომავალში ბონუსის სახით „ბარსელონასგან“ 11 მილიონსაც მიიღებს.

კონტრაქტის მიხედვით, ჰოლანდიელი ნახევარმცველი „ბარსას“ 1-ლი ივლისიდან შეუერთდება და „ბლაუგრანაში“ 2024 წლამდე ითამაშებს, ხოლო ხელფასის სახით სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 6 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი, რომლის გადაბირებაც მრავალ კლუბს, მათ შორის „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურდათ, „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და ამსტერდამული კლუბის მაისურით 65 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ფრენკი დე იონგი 2018 წელს გამოჩნდა და 5 მატჩი ჩაატარა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]