weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისის „დინამომ“ არგენტინელი ფეხბურთელი დაიმატა

10:59 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო როხანო დაიმატა, რომელმაც თბილისის „დინამოსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

27 წლის როხანომ კარიერა „ხიმნასია ლა პლატაში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ „სან კარლოსის“, „სპორტივო იტალიანოს“, ბოლივიური „რეალ პოტოსისა“ და შოტლანდიური „ჰამილტონის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონის პირველი წრე კი ესპანურ „ბურგოსში“ გაატარა.

აქვე გეტყვით, რომ „დინამომ“ მანამდე გიორგი კუხიანიძე (ქუთაისის „ტორპედოდან), 25 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა („რუსთავიდან“) და 21 წლის ალჟირელი მცველი აბდელ-ჯალილ მედიუბი („გრანადა“ B-დან) გაიფორმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]