როგორც ირკვევა, მარსელომ მოითხოვა, რომ თუ „იუვე“ მის გაფორმებას მოინდომებს, მყისვე გაუშვან გუნდიდან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 30 წლის ფეხბურთელის ტურინულ კლუბში ტრანსფერი სავარაუდოდ ზაფხულში შედგეს. ხაზგასასმელია ის, რომ „რეალში“ დამდეგ სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობის მკვეთრად გადახალისება იგეგმება და არაა გამორიცხული წამსვლელთა შორის მარსელოც უპრობლემოდ აღმოჩნდეს.
აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ „იუვენტუსმა“ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მარსელოს კონკურენტ მარცხენა მცველ ალექს სანდროს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მაგრამ მას მსურველები არ აკლია, რაც მარსელოს „იუვენტუსში“ გადასვლის ალბათობას კიდევ უფრო ზრდის.