weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გირაოთი გაათავისუფლეს

18:58 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს, რომელსაც მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილზე ძალადობა ედებოდა ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გეგეშიძის თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში 11 იანვარს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ ორგზის ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დათუნაშვილის მტკიცებით, ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა.

გეგა გეგეშიძე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 12 მარტს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]