weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართველმა სუმოტორებმა ევროპის თასზე 4 მედალი მოიპოვეს

10:20 პარასკევი, 25 იანვარი 2019

უნგრეთის ქალაქ ერდში ევროპის თასის პირველი ტური ჩატარდა სამოყვარულო სუმოში, რომელიც ამავდროულად 2021 წლის მსოფლიო თამაშების სარეიტინგო ტურნირიც გახლდათ. შეჯიბრებაზე ზურაბ აქუბარდიამ და ლაშა ჯელაძემ ორ-ორი მედალი მოიპოვეს. საერთო ჯამში მათ ანგარიშზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.

მძიმე წონით კატეგორიაში (+115 კგ) ქართული ფინალი შედგა  - აქუბარდიამ ჯელაძეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ოქროს მედალთან ერთად, მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულებიც მოიპოვა.

კიდევ ერთ ფინალში გავიდა ლაშა ჯელაძე თავისუფალ (იგივე აბსოლუტურ) წონით კატეგორიაში, სადაც იგი უკრაინელ ანტონ ვერესიუკთან დამარცხდა და მეორე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ზურა აქუბარდია კი ამ წონაში ბრინჯაოს დასჯერდა.

სუმოტორებთან ერთად უნგრეთში იმყოფებოდა საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), რომელმაც ევროპის სუმოს მესვეურთა მიერ გამართულ კონგრესში მიიღო მონაწილეობა - გადაწყდა, რომ ივლისში, ბათუმში კოკაის სახელობის ევროპის თასი ჩატარდება, რომელიც საკმაოდ სერიოზული სამოყვარულო ტურნირი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]