შეჯიბრების მე-13 დღეს გაგამარუს მეტოქე აზუმარიუ იყო, რომელსაც შერკინებისას გაგამარუ უმალ მიაწვა და უმარტივესად გაიყვანა დოჰიოდან.
გაგამარუს მიმდინარე ბალანსი 8 გამარჯვება და 5 მარცხია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰაცუ ბაშოზე დარჩენილ ორივე შეხვედრაში მარცხის შემთხვევაშიც კი ქართველ სუმოტორის განახლებულ რეიტინგში წინსვლა ელოდება.