„ალბისელესტეს“ კაპიტანი და საუკეთესო მეგოლე თითქმის ცხრათვიანი პაუზის შემდეგ 22 მარტს, ვენესუელის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში დაბრუნდება. ინფორმაციას, რომელსაც Goal.com ავრცელებს, თავად ფეხბურთელს ჯერ არ დაუდასტურებია.
ამხანაგური მატჩი მადრიდის „ატლეტიკოს“ სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესის შორს გამგზავრება არ მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ მესიმ არგენტინის ნაკრებში 128 მატჩი ჩაატარა, რაც მესამე ყველაზე მაღალი შედეგია ხავიერ მასკერანოსა (147) და ხავიერ ძანეტის (143) შემდეგ. მისი დებიუტი „ალბისელესტეს“ რიგებში 2005 წლის აგვისტოში შედგა, 65 გატანილი გოლით კი, როგორც უკვე ვახსენეთ, არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.